დრონების საფრთხის გამო მოსკოვში შეფერხდა 400-მდე ავიარეისი

დრონების შეტევის საფრთხესთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მოსკოვის აეროპორტებში, ვნუკოვოსა და შერემეტიევოში, შაბათს შეჩერდა, გადაიდო ან სათადარიგო აეროდრომებზე გაიგზავნა 400-მდე რეისი. მთლიანობაში ორივე აეროპორტში 270-ზე მეტი რეისი შეჩერდა, 42 გადაიდო და 69 გაგზავნეს სათადარიგო აეროდრომებზე. კომპანია „აეროფლოტმა“ განაცხადა, რომ „განრიგის კორექტირებას“ ახდენს. იმ რეისების ნაწილი, რომლებიც მოსკოვში მიფრინავდა, გაიგზავნა დომოდედოვოს, სანქტ-პეტერბურგის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ყაზანის, სარატოვის, სამარის, ეკატერინბურგის […]