ღარიბაშვილის კაბინეტის კიდევ ერთი მინისტრი, ვის გარშემოც კორუფციის საქმეზე წრე ვიწროვდება, ირაკლი ქარსელაძეა. სუსმა კორუფციის ბრალდებით ხელბორკილები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩავარდნილი პროექტის გამო ბიზნესმენებს დაადო. ბრალი წაუყენეს საზედამხედველო სამსახურის თანამშრომლებსაც, თუმცა საგამოძიებო უწყებაში არაფერი თქმულა მინისტრზე, რომლის დროსაც შპს “ქროსთ ფონთთან” ხელშეკრულება დაიდო. მარნეული-ალგეთის დამაკავშირებელი 15 კილომეტრიანი გზატკეცილი ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. გაირკვა, რომ კომპანიამ, რომელმაც მის […]