2025 წელს მსოფლიო ეკონომიკამ სტიქიებით $220 მლრდ-ით იზარალა, 33%-ით ნაკლები ვიდრე 2024 წელს – Swiss Re (bm.ge)

სადაზღვევო კომპანია Swiss Re-ს პროგნოზით, 2025 წელს ბუნებრივი კატასტროფების გამო გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა $220 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიამ, რომელიც თავად სადაზღვევო კომპანიებს აზღვევს, 2025 წლის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ზარალის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა: 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკამ $327 მილიარდი დოლარი დაკარგა. ზარალის 33%-იანი კლება დაფიქსირდა იმის მიუხედავად, რომ იანვარში ლოს-ანჯელესის მდიდარ […]