ერთი მხრივ, ისინი ბლოკავენ ჩვენს ვაჭრობას, მეორე მხრივ კი, ირანის საზოგადოების მოლოდინები იზრდება – ირანის პრეზიდენტი დასავლეთთან ურთიერთობაზე

ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა დასავლეთთან და ისრაელთან ომშია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩემი აზრით, ჩვენ ვართ სრულმასშტაბიან ომში ამერიკასთან, ისრაელთან და ევროპასთან. მათ არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს“, – ამბობს პეზეშკიანი. მისივე თქმით, ირანი ალყაშია მოქცეული და სირთულეებს უქმნიან, […]