ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის თაობაზე მოლაპარაკებები “დასკვნით სტადიაზეა”

ფლორიდაში, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მამულში, მარ-ა-ლაგოში, მიმდინარეობს შეხვედრა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრის წინ გაიმართა კითხვა-პასუხის მოკლე სესია, რომლის დროსაც ტრამპმა ოპტიმიზმი გამოხატა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. როგორც BBC შენიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა ბევრი სტანდარტული მოსაზრება, რომლებსაც ის ხშირად იმეორებს. მან თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარება „რთული ამოცანაა“, […]