ფლორიდაში აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ორივე ქვეყნის გუნდები ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, „ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის”. შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები […]