კორუფციის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენებისა და საჯარო მოხელეების საქმესთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ, კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გამოძიება შესაძლოა არ შემოიფარგლოს მხოლოდ კონტრაქტორებითა და ქვედა რგოლის მოხელეებით და პროცესმა მაშინდელ ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელებამდე მიაღწიოს. მათი შეფასებით, დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბება და სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები აჩენს კითხვებს, თუ როგორ ხდებოდა სრული ჯაჭვის, ტენდერების გამოცხადებიდან თანხების გადარიცხვამდე […]