ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგმა” ადვილად გაიმარჯვა

პორტუგალიის ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „რიო ავე“ 4:0 დაამარცხა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. „სპორტინგი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 2 იანვარს სტუმრად „ჟილ ვისენტესთან“ გამართავს. […]