ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეულ პროგრესს

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, მონაწილეობა მიიღო დონალდ ტრამპთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან „ძალიან კარგ, ერთსაათიან სატელეფონო საუბარში“. „კარგი პროგრესი იყო, რასაც ჩვენ მივესალმეთ. ევროპა მზადაა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად. ამ ძალისხმევისთვის უმნიშვნელოვანესია პირველივე დღიდან უსაფრთხოების ურყევი გარანტიები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. Source