ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი – მთელი მსოფლიო აფასებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის სამშვიდობო ძალისხმევას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „მთელი მსოფლიო აფასებს” დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. ვიდრე დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობდნენ, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა X-ზე დაწერა: “მთელი მსოფლიო აფასებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის სამშვიდობო ძალისხმევას”, – წერს ის.