აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა. „შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, – აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის […]