ბენიამინ ნეთანიაჰუ ფლორიდაში ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ხვალ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. როგორც ისრაელის მედია იუწყება, შეხვედრა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე გაიმართება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაზე გადასვლას განიხილავს. ეს მიმდინარე წელს ორ ლიდერს შორის მეექვსე შეხვედრა იქნება, მათ შორის მეხუთე აშშ-ში. ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის […] Source