„მრავალი საკითხი განვიხილეთ და ვფიქრობ შესაძლოა შედეგს ძალიან მივუახლოვდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ და თქვა ისიც, რომ შეხვედრა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ფლორიდაში, ტრამპის მამულში გაიმართა, „შესანიშნავი“ იყო. ვოლოდიმირ ზელენსკის შტატებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტები ერთობლივად ესაუბრნენ ევროპელ ლიდერებსაც. მანამდე კი დონალდ ტრამპს, როგორც თავად განაცხადა, ორსაათანი საუბარი […]