ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უწყება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად სწორედ მას ასახელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს, რომლის ლიდერიც ოთარ ფარცხალაძე იყო, ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული „გარკვეული სახის უთანხმოება“ ჰქონდა. […]