ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად ოთარ ფარცხალაძის დასახელებას მმართველ გუნდში ეხმიანებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ეს უმძიმესი შემთხვევა იყო და საგამოძიებო პროცესიც რთულად მიმდინარეობდა, თუმცა გამოძიებამ საბოლოოდ სრული სურათი გაშიფრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ბრალდებული დაკავებული იყოს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმალება. მან ასევე აღნიშნა, რომ, მათთვის […]