საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ტარიფების გაზრდის პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით თხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა მიმართეს. მისივე განმარტებით ბუნებრივ აირზე ტარიფები შენარჩუნდება. "ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ...