თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ქუთაისთან ახლოს, ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული. როგორც “ბათუმელებს” რკინიგზის ცხელ ხაზზე უთხრეს, მატარებლის გაჩერება ძაბვის ვარდნის გამო მოხდა. ამ ეტაპისთვის [14:20 წუთი] უცნობია როდის განაგრძობს გზას მატარებელი. “ველოდებით ჩვენც განახლებულ ინფორმაციას,” – უთხრეს “ბათუმელებს” ცხელ ხაზზე. The post თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული appeared first on Batumelebi .