საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი – „პროდუქტის განვითარება“ დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი – „პროდუქტის განვითარება“ დაემატა. ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ: როგორ მიიყვანონ პროდუქტის იდეა ხელშესახებ შედეგამდე; როგორ დაგეგმონ და მართონ პროდუქტის განვითარების პროცესი უფრო ეფექტურად; როგორ გააუმჯობესონ არსებული პროდუქტი ან სერვისი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით; როგორ დანერგონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე პროცესები […]