სამსახურის ძიებას სასიამოვნო პროცესს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ერთი მხრივ ემოციური ფაქტორის, მეორე მხრივ დასაქმების პლატფორმებზე ნავიგაციის გამო. „ტრადიციული სქემით“, ჯერ რეზიუმე უნდა ატვირთო, დამატებითი დოკუმენტი მოიძიო, სამოტივაციოც შეავსო და სათაურის ველშიც ვაკანსიის ზუსტი დასახელება მიუთითო. არც დამსაქმებლისთვისაა ეს პროცესი მარტივი: მეილზე მოსული ათობით აპლიკაციის ჩამოტვირთვა, დახარისხება და ციკლის სრული მართვა. თანამშრომლების ხშირი მონაცვლეობა ერთ-ერთი გამოწვევაა […]