რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს უკრძალავს უცხო ქვეყნების სისხლის სამართლის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომელთა უფლებამოსილება არ ეფუძნება რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. დოკუმენტი სამართლებრივი აქტების პორტალზე უკვე გამოქვეყნდა. შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამ კანონის თანახმად, რუსეთში აღსრულებას არ ექვემდებარება უცხო ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებები, ...