პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ბრალდებულს 18 წლით, ხოლო მეორეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად და ისეთი საშუალებით, რამაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 25 ივნისს, სოფელ კაბალში მომხარ დანაშაულს, რა დროსაც ბრალდებულები განზრახ მკვლელობის მიზნით თავს დაესხნენ […]