გაზრდილია ხარჯები. არასტანდარტული მანდარინის ფასი 40 თეთრია, მკრეფავის ანაზღაურება კი დღის მანძილზე 60-70 ლარია – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

გარდა იმისა, რომ 2025 წლის დასაწყისში ციტრუსის ბაღებს პრობლემები დიდთოვლობამ შეუქმნა, უკვე წლის ბოლოს მთავარ გამოწვევად უხარისხო მოსავალი იქცა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ციტრუსის მიმართულებას მნიშვნელოვნად ასუბსიდირებს, პრობლემები მაინც სერიოზულია, მათ შორის, გადაბერებული პლანტაციები. „არასტანდარტულ მანდარინზე ფასი ძალიან დაბალია. განსაკუთრებით გაზრდილია მუშახელის ხარჯები, […]