დონალდ ტრამპი – თუ ირანი თავიდან შეიარაღებას შეეცდება, მაშინ მას დავარტყამთ, გავიგე, რომ შეთანხმება სურს, ეს უფრო ჭკვიანურია

თუ ირანი თავიდან შეიარაღებას შეეცდება, მაშინ მას დავარტყამთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „გავიგე, რომ ირანი კვლავ ცდილობს შეიარაღებას და თუ ამას აკეთებენ, მაშინ დარტყმა მოგვიწევს და ჩვენ მათ სასტიკად დავარტყამთ. მაგრამ, იმედია, ეს არ ხდება. გავიგე, რომ ირანს შეთანხმება სურს. ეს უფრო ჭკვიანურია. […]