ზუგდიდი-წალენჯიხის გზაზე, სოფელ კორცხელთან, ძლიემა ნალექმა თოვლის სახით, პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, წაიქცა ხეები, ჩახერგილია ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რის გამოც, მოძრაობა პარალიზებულია. ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მთავარი მილი. ძლიერი თოვა ამ წუთებშიც გრძელდება. Source