საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ამასთან, ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ88 (ოფიტარა-ლენტეხი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „ამავე, საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია […]