ოკუპირებულ ცხინვალში შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ამის შესახებ მეარაყიშვილის ადვოკატი, ალან ბაზაზაევი Sapa Tskhinval-თან აცხადებს. მათი ცნობით, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ადვოკატის თქმით, მეარაყიშვილმა სრულად უარი თქვა არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც. "მისი არტერიული წნევა მერყეობს, ის ...