მარნეულში გზის გაყვანისას კაცი გარდაიცვალა — უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკით გზის გაყვანისას კაცს რკინის მილი დაეცა, რის შემდეგადაც გარდაიცვალა. სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისმარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოსწარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ...