დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ამოქმედდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი. ახალი სისტემა, სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეხება, ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე. რას გულისხმობს ახალი მექანიზმი განახლებული წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, „უფრო სწრაფად და მკაცრად უპასუხოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების ან ევროკავშირის ინტერესებთან შეუსაბამობის შემთხვევებს“. კერძოდ, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის […]