საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა, თამარ წერეთელმა და საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან […]