ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ტურისტები ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ვეღარ შემოვლენ. 26 დეკემბრით დათარიღებულ დადგენილებას ხელს ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცდა "საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები". დადგენილებაში წერია, რომ "ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი ...