როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. „შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია […]