ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, საახალწლოდ გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში დამატებით 22 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის 20 ბელარუსის ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტული დანაშაულებისთვის“ გასამართლებული. ეს ტერმინი ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმართ გამოიყენება. გათავისუფლებულთა შორის არიან 15 ქალი და 7 მამაკაცი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, შეწყალება „ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე“ მოხდა. ბოლო თვეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსთან დიალოგი განაახლა […]