ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ვინაიდან ის რუსეთში იმყოფება. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდებული 2025 წლის ივნისის თვეში საქართველოდან გავიდა. ადვოკატის თქმით, მან არ […]