ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეს კობა გაბუნიას პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 30 ოქტომბერს, კობა გაბუნია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ე.წ. საბავშვო ბაღების საქმეზე დააკავეს. ის სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ...