ქალი პოლიტიკოსები: მთავრობას მოვუწოდებთ, გაავრცელონ ინფორმაცია თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

ქალი პოლიტიკოსები ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ქართველი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის. "ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ცხინვალში აბსურდული ბრალით უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველ თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.გუშინ ...