ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას წინასწარი პატიმრობა 1-ელ ნოემბერს შეეფარდა. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის […] The post ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს appeared first on Netgazeti .