sportime-ს ცნობით, „პაოკიდან“ „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარის ლუკა გუგეშაშვილის იჯარით გადასვლა ჩაიშალა. კლუბებს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობდა, მაგრამ გუგეშაშვილს ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულად ადგილს არ ჰპირდებოდნენ, მთავარი მიზეზი კი ფინანსური მხარეა. ახლა ქართველით „პანეთოლიკოსი“ დაინტერესდა, რომელსაც ლუკას ჩავესის შემცვლელი სჭირდება და სადაც ქართველი პირველი მეკარე იქნება. გუგეშაშვილი „პაოკში“ „პანსერაიკოსიდან“ ზაფხულში გადავიდა, თუმცა თამაში არ […]