თბილისში 15 წლის ბიჭის წამებისა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ცრავე ბრალდებულს, მათ შორის ექვს არასრულწლოვანს. პროკურატურა მათ „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებს უწოდებს. 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც პროკურატურა უწოდებს „ფაშისტური იდეოლოგიის“ დაჯგუფების ე.წ ლიდერს. საუბარია ლევან აბესაძეზე, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლება ივლისში იუწყებოდა. 10 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მუმლაძეს. […]