სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა – ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ცვლილება მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სისტემების რეაბილიტაციას, დანაკარგების შემცირებას და ფერმერებისთვის წყლის უფრო საიმედო მიწოდებას. ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელ ხარჯი, რაც საჭიროა მელიორაციის სექტორის ეფექტიანი მუშაობისთვის. აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდა ფერმერების სრულად არ დააწვება, რადგან სახელმწიფო განაგრძობს […]