გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით,- ამის შესახებ „გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად, ასევე იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – არქიმანდრიტი კირიონიც (ონიანი). […]