რამდენიმე მძიმე მატჩის შემდეგ, “არსენალმა” ერთ-ერთი მდევარი “ასტონ ვილა” ლონდონში გაანადგურა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საჩემპიონო გუნდია. ბირმინგემელებმა კი მოგებათა 9-მატჩიანი სერია დაასრულეს. არადა, თამაშის დასაწყისი სწორედ სტუმრების იყო. უნაი ემერის გუნდი ერთიმეორის მიყოლებით ქმნიდა მწვავე მომენტებს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ იყო “მკვლელი” მოქმედება – არც პასი, არც დარტყმა… ყველაფერი საინტერესო მეორე ტაიმში მოხდა. […]