ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო, დაშავებულებს შორის 3 ბავშვია

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე და ოდესის ოლქზე. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 31 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ბავშვი, მათ შორის შვიდი თვის და ერთი მამაკაცი. ლისაკის ცნობით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 42 წლის მამაკაცის […]