გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა და პორტის ერთ-ერთი მისადგომისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება დაადასატურა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ არხზე 31 დეკემბერს, დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, პორტის მისადგომზე გაჩენილი ხანძარი „ოპერატიულად ლიკვიდირებულია“ და ცეცხლი ჩააქრეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც, სადაც დანადგარებია დაზიანებული. ტუაფსეში მდებარე […]