ირანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

მიმდინარე კვირას ირანის ქალაქებსა და დასახლებებში ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რადგან ქვეყნის ვალუტის კურსი აშშ-ის დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 29 დეკემბერს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შეიკრიბნენ მომიტინგეები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. 29 დეკემბერს ასევე გადადგა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. პოლიციამ ზოგიერთ რაიონში  აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც […]