საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები მამაკაცი ჩორჩანასთან ახლოს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თანასოფლელი მამაკაცი ცხენით იმყოფებოდა და სხვა დაკარგულ ცხენს ეძებდა. სოფლის წარმომადგენელმა ქართლის ამბებს უთხრა, რომ შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა. "როგორც ვიცი, დაუკავშირდა ოჯახს და აცნობა, რომ კარგად არის. ...