განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თურქეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ჰ. ქ. დააკავეს. […]