მიხეილ სარჯველაძე – ეკონომიკური ზრდა ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით – ეს პრაქტიკა ნარჩუნდება და მომდევნო წელიც იქნება დიდი შესაძლებლობების წელიწადი

2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, განხორციელდა ისეთი სერიოზული რეფორმა, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია. „რეფორმა უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა უკეთეს […]