მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. უწყების შეფასებით, ქვრივიშვილმა 2025 წლის შედეგებზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას, რომელიც თბილისსა და გონიოში უმსხვილესი დეველოპერული პროექტის განვითარებას მოხმარდება, შექმნის დამატებით 24 000 ახალ სამუშაო ადგილს, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 700 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს, რაც, მინისტრის შეფასებით, პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა, ასევე, აღნიშნა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა