პერუში მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა

პერუში, მაჩუ-პიქჩუსთან მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა მაჩუ-პიქჩუს ისტორიული ძეგლისკენ მიმავალ რკინიგზაზე მოხდა. პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი მატარებლის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთაგან ოცის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, სამინისტროში აღნიშნეს, რომ დაშავებულებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.