ადმინისტრაცია: სასურსათო ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ოცნების მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო. „პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ […]